- პროექტის სახელი: გენდერული თანასწორობა.
- პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაიაზრებენ გენდერული თანასწორობის მნიშვნელობას. მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ, რომ ქალები და მამაკაცები თანაბრად ღირებულნი არიან საზოგადოებისათვის და რომ გენდერი არ განსაზღრავს ინდივიდის სიძლიერეს და/ან სისუსტეს.
- პროექტის სრული აღწერა: კლასს ვყოფ ორ ჯგუფად, თითოეულ ჯგუფს მიეცემა დავალება. პროექტის მიმდინარეობის პროცესში მიეცემათ ინსტრუქცია:
1. ჯგუფი: მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რამდენად არის დაცული გენდერული ბალანსი სხვადასხვა დაწესებულებებში, მაგ: სკოლაში და მუნიცეპალიტეტურ გამგეობაში.
2.ჯგუფი: გამოიკვლიონ რა როლებისა და პასუხისმგებლობის შესრულებას მოელიან ბიჭებისა გოგონებისაგან, რა არის მისაღები ქცევა, საქმიანობა, თავისუფლება და შეზღუდვა ბიჭებისა და გოგონებისათვის.
- მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა: 4–5 დღე.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პირველი ჯგუფი მოიძიებს მასალას, თუ რამდენი თანამშრომელია სულ გამგეობაში, აქედან რამდენი ქალია და რამდენი კაცი და აკეთებენ პრეზენტაციას.
მეორე ჯგუფი შეადგენს საქმიანობათა ჩამონათვალს, სადაც ბავშვები შეავსებენ იმ გრაფას, რომელიც დამახასიათებელია ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის–ძიების უნარი, ექნებათ შესაძლებლობა გამოიკვლიონ თუ რამდენათ არის დაცული გენდერული ბალანსი.
- სარგებელი სხვებისთვის: სხვა კლასის მოსწავლეებისთვის ცნობილი გახდება, რომ გოგონები და ბიჭები თანაბარი უფლებებით სარგებლობენ, მიუხედავადმათი ბიოლოგიური წარმოშობისა.
- სამუშაო ენა: ქართული
- მონაწილეები სხვა სკოლიდან: არ გვყავს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეებს უნდა გამოუმუშავდეთ ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ჩვევები,მოლაპარაკების წარმართვა,თანამშრომლობა.
- პროექტის ფასილიტატორი: მთვარისა ბაბილოძე.
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: mtvarisa.babilodze@gmail.com